როგორ იღებს ინფორმაციას ჩემი მშობლების თაობა- ეპიზოდი #1
რატომ ვუსვამთ კითხვებს მედიას?

დედასთვის“ - დედასთან გასაუბრებით იწყება. დედაჩემი, ნინო რამიშვილი 53 წლის „ციფრული იმიგრანტია“. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობს. აქვს სმარტფონი, თუმცა ინფორმაციის მთავარი წყარო მისთვის მაინც სატელევიზიო ახალი ამბებია.
Facebook-ის აპლიკაციის წაშლა დედამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გააცნობიერა რომ ნიუსფიდში გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობა და შინაარსი ძალიან ღლის.
მხოლოდ მესენჯერს იყენებს თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ჩემთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის.
ჩვენ ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის საფუძველზე განვიხილავთ. მედიაწიგნიერების კითხვები დედასთვის ერთდროულად მარტივიც არის, მოულოდნელიც და დამაბნეველიც. ტელევიზიით მოყოლილი ამბის შინაარსი და ფორმა მას მთელი საუბრის განმავლობოაში ხელს უშლის ამბავს კრიტიკულად შეხედოს.
მეტიც მას აინტერესებს, საერთოდ რა აზრი აქვს ამ კითხვების დასმას?
პოდკასტის მოსმენა შეგიძლიათ აქ:
MarneuliFM · „დედასთვის“ - პოდკასტი ციფრული მედიისა და ინფორმაციის უკეთესი ანალიზისთვის


მე 29 წლის ვარ და მაინტერესებს, როგორ იღებს ინფორმაციას ჩემი მშობლების თაობა.
ჩემი მშობლები „ციფრული იმიგრანტები“ არიან. ანუ თაობა, რომელიც რადიოს, ტელევიზიისა და გაზეთების ეპოქაში დაიბადა და ციფრული ინფორმაციის ეპოქაში განაგრძო ცხოვრება.
ეპოქაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემქმნელი და გამავრცელებელი. და თუ ამ გარემოს კარგად არ იცნობ, შესაძლებელია ინფორმაციულმა ხმაურმა გზა აგიბნიოს.
პოდკასტის თითოეული ეპიზოდი ამ თაობის ციფრულ მოგზაურობაზე მოგითხრობთ. მთავარი გზამკვლევი კი მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვაა:
• ვინ შექმნა ამბავი?
• რა მეთოდებია გამოყენებული ყურადღების მისაპყრობად?
• როგორ აღიქვამს ამ მესიჯს სხვა ადამიანი?
• რა იდეოლოგია დგას ამ ამბის უკან?
• რა არის გამოტოვებული?
„დედასთვის“ - პროექტ 64-ისა და მედიაჩექერის ყოველკვირეული პოდკასტია. პოდკასტის ავტორია სალომე აფხაზიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების მკვლევარი.


Print