აისუნ ბოზდუევა საგანმანათლებლო პროგრამა “Diversity İn Reality”-ში მოხვდა

მარნეულელი ახალგაზრდა აისუნ ბოზდუევა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულ “Moldova Leipzig”-ის ორთვიან უფასო საგანამანათლებლო პროგრამა “Diversity İn Reality”-ში მოხვდა.



ბოზდუევამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მან „ჩაის სახლის“ მენეჯერ ემინ ახმედოვის რეკომენტაციით პროგრამა “Diversity İn Reality”-ში ჩართვა გადაწყვიტა. გაეცნო პროგრამის შინაარსს და შემდეგ გააგზავნა ყველა მონაცემი, რაც მასში მონაწილეობისათვის იყო საჭირო.

„ძალიან კარგი გრძნობაა. წარმატების მიღწევა, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი კულტურის გაცნობა და რა თქმა უნდა პრაქტიკის მიღება ძალიან კარგი იქნება. ჩემი აზრით ასეთი პატარა წარმატებები სამომავლოდ დიდი წარმატების გზაა“.

პროექტის ძირითადი მიზანი უკრაინელ, გერმანელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ინკლუზიურობის გაზრდა და მრავალფეროვნების გაცნობაა.

აღსანიშნავია რომ აისუნ ბოზდუევა ილიაუნის პირველი კურსის სტუდენდია.

 

Print