მარნეულის ბაღებში არასაკმარისი ადგილების გამო, 200-მდე აღსაზრდელი დამატებით სიაშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არასაკმარისი ადგილების გამო, 200-მდე აღსაზრდელი სარეზერვო სიაშია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ შორის 2 რეაბილიტაციის პროცესშია. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, სააღმზრდელო დაწესებულებებში რეგისტრაცია სულ 2000-ზე მეტმა აღსაზრდელმა გაიარა, თუმცა ნაწილი დამატებით სიებში მოხვდა.

„მარნეულის საბავშვო ბაღებში, 2000-ზე მეტი დარეგისტრირდა, თუმცა დაახლოებით 1800-მდე ბავშვი გადანაწილდება ბაღებში“ -
ამბობს ზაურ ქარამოვი

სარეზერვო სიაში ჩაწერილ აღსაზრდელებს ბაღში სიარულის შესაძლებლობა მხოლოდ გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე ექნებათ.

2021-2022 სააღმზრდელო წელი წესით 15 სექტემბერს უნდა დაწეყებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 4 ოქტომბრამდე გადაიდო. ეს ეხება, როგორც კერძო ისე საჯარო ბაღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ვიდრე სააღმზრდელო პროცესი საკლასო გარემოში არ განახლდება, აღსაზრდელებს განკუთვნილი პროდუქტები დაურიგდებათ. აღასაზრდელების მშობლებს სულ ათი დასახელების ძირითადი საკვები პროდუქტის წაღება საბავშვო ბაღებიდან უკვე შეუძლიათ.

მსგავსი ინიციატივა არ ვრცელდება მარნეულზე. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს,საკვები პროდუქტები უკვე შეძენილია, თუმცა განაწილება ბაღებში მას შემდეგ დაიწყება, რაც აღსაზრდელები საკლასო გარემოს დაუბრუნდებიან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია