მარნეულის ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, აუცილებელი იქნება, რომ სასწავლო სივრცეში ყველამ პირბადე ატაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტმა წელს 2 000-მდე პირველკლასელი მიიღო.

„დღეს, 4 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო და ორი კერძო სკოლა გადავიდა სასკალო გარემოში. ყველა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადენზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებით და დაეზობარიერებით - ეს ყველაფერი სამინისტროს მიერაა დარიგებული საჩუქრად ყველა სკოლაზე. მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა სურვლის შეჯთხვევაში. ამისათვის, ყოველი კვირის ხუთშაბათს დღეს უნდა შეავსონ „ესქულის“ ბაზაში სპეციალური ფორმა და პარასკევს უკვე სკოლა გაუწერს საგაკვეთილო ცხრილს“ - ამბობს ირმა დავაძე

რესურსცენტრის წარმომადგენლის თქმით, სამინისტრო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა ტესტირებას. მისივე განმარტებით, 4 ოქტომბრამბდე ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტირება, თუმცა კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება სკოლების გახსნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორს, ვაქცინაციას, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლოო დაწესებულებებში 3000 პერსონალიდან 1 300-მდეა აცრილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები