„ეტალონის“ შესარჩევი ტური მარნეულში ონლაინ ფორმატში გაიმართება
9 ნოემბერს მარნეულში ინტელექტუალური შეჯიბრ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართება. ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება მარნეულის ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ალი გახრამანოვმა განაცხადა, რომ ყველა სკოლის ადმინისტრაციას უვე გაეგზავნა სპეციალური ლინკები შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით მოსწავლეების დასარეგისტრირებლად.

ინტელექტუალური შეჯიბრი ონლაინ ფორმატში გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 960 ლარი დახარჯა. შპს „ეტალონ-მედიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დისტანციურ რეჟიმში გასამართად ინტელექტუალური კონკურსისთვის კითხვების მომზადება, დამუშავება-რედაქტირება, შესაბამის პორტალზე განთავსება, ასევე უზრუნველყოს ინტელექტუალური კონკურსის დისტანციურ რეჟიმში გასამართად შესაბამისი ვებპორტალი და კონკურსის მონაწილეებისათვის ონლაინ-სიგელების/დიპლომების მომზადება.

9 ნოემბერს, ინტელექტურალური შეჯიბრის შესარჩევ ტურში გამარჯვებული მარნეულის სახელით საქართველოს „ეტალონი“ მოსწავლის სტატუსის მოპოვებისათვის იბრძოლებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები