ალგეთის ავარიული სკოლის 1000-მდე მოსწავლე მარნეულის ორ სკოლაში განაწილდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საჯარო სკოლა დროებით თაზაქენდის N1 სკოლაში, საბირქენდის სკოლა კი, ქალაქ მარნეულის N4 სკოლაში გადავა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალგეთის სკოლის ავარიული შენობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა და ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას დისტანციურ სწავლებაზე მოუწია გადასვლა. როგორ მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ალი გახრამანოვი ამბობს, ახლა მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მერია ცდილობს, ტრანსპორტირების საკითხია.

საუბარია დაახლოებით 1000-მდე მოსწავლეზე, რომლთა ტრანპორტირების ხარჯები ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს. გახრამანოვის თქმით, ბოლომდე შესწავლილი არაა ავარიული შენობის მდგომარეობაც.

„ადგილზე კიდევ ჩავლენ სპეციალისტები. ორი შემოსასვლელია სკლაში. სადაც დაზიანებაა, ის ადგილი უნდა დახურონ. საბოლოო დასკვნას ველოდებით და მერე გაირკვევა შესაძლებელია თუ არა გაგრძელება სასწავლო პროცესის. პასუხის მიღების მოლოდინში ვართ“ - ამბობს ალი გახრამანოვი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერი, ქენან ომაროვი განმარტავს, რომ სკოლების ტრანსპორტირების საკითზე ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე მუშაობენ. პრობლემის გადაჭრის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ომაროვის თქმით, ტრანსპორტირების საკითხი ახლო მომავალში, დაჩქარებულად მოგვარდება.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა და მიდის ყველა პროცესები. ცვლილება უნდა მოხდეს. ზუსტი დრო არ ვიცით, მაგრამ ახლო მომავალში უნდა მოხდეს“ - ამბობს ქენან ომაროვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლა ავარიული შენობის გამო, ერთ კვირაზე მეტია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ონლაინ მოუწია გადასვლა სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლასაც, რომელიც ალგეთის N1 სკოლაში დროებით იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ საბირქენდის საჯარო სკოლა, ალგეთის N1 სკოლაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების დემონტაჟი განხორციელდა. ერთ წელზე მეტია სკოლის მშენებლობა დაიწყო.
პროექტი, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.

ამავე თემაზე: ალგეთის N1 სკოლის ავარიული შენობის გამო 1000-მდე მოსწავლე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები