მარნეულის ,,ეტალონი მოსწავლე“ მარადისელი გვანცა ბოლქვაძე გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის XXI-ე კლასის მოსწავლე, გვანცა ბოლქვაძე, მარნეულის 2021 წლის ,,ეტალონი მოსწავლე“ გახდა. გამარჯვებულიი გვიყვება რომ მისთვის ეს წარმატება მოულოდნელი და დიდი სტიმულია და ყველაფერს გააკეთებს რომ საქართველოს ეტლონი გახდეს.

,,მინდოდა ჩემი ცოდნა გამომეცადა, ამიტო გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება,მქონდა მოლოდინი, რომ სამეულში მოვხვდებოდი, არ ველოდი მარნეულში პირველ ადგილზე თუ გავიდოდი. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ დამირეკეს და მითხრეს მარნეულის ეტალონი გახდიო, ეს იყო ჩემთვის რაღაც სასწაული და ძალიან გახარებული ვარ. ეს არის ჩემთვის დიდი სტიმული და სამომავლოდ, უფრო ბევრ პროექტში ჩავერთვები, რადგან ბევრ წარმატებას მივაღწიო. ეტალონში მონაწილეობისას ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი ბაბუა, რომელიც მარადისის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგია, მას სჯეროდა რომ გავიმარჯვებდი"

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 9 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებ იღებდნენ

ინტელექტუალური შეჯიბრი ,,ეტალონი“-ს ფინალი სავარაუდოდ დეკემბრის თვეში გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები