ეპიდემიოლოგიური ვითარება მარნეულის საბავშვო ბაღებში
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ორი საბავშვო ბაღი დაიხურა. დისტანციურად სწავლობს ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი.

როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, N3 საბავშვო ბაღში ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი იყო დახურურული. სააღმზრდელო დაწესებულებამ მუშაობა დღეს, 15 ნოემბერს აღადგინა.

„გაიხსნა მესამე საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფი. მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში. მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფი იმყოფება კარანტინში. ერთ თანამშრომელს კიდევ დაუდასტურდა კოვიდი. ასევე, ორი ბაღია კიდევ კარანტინში შაუმიანის და წერეთელის“ - ამბობს ქარამოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია. მათ შორის ორი რეაბილიტაციის პროცესშია. როგორც ზაურ ქარამოვი განმარტავს, ქალაქ მარნეულის N1 და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. იმ შემთხვევაში თუ გაერთიანება სააღმზრდელო დაწესებულების აღჭურვას მოასწრებს, შესაძლოა, სასწავლო პროცესი ახალი წლიდან აღდგეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები