მარნეულის 2 000-მდე პირველკლასელი დაახლოებით ორი თვეა კომპიუტერების მოლოდინშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2000-მდე პირველკლასელი დაახლოებით ორი თვეა კომპიუტერების მოლოდინშია. სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემული „ბუკები“ მარნეულში ჯერ არ დარიგებულა. როგორ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ განაცხადა, პირველკლასელებს კომპიუტერები, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გადაეცემათ.

მისივე ინფორმაციით, „ბუკების“ დაგვიანება ტენდერში არსებულმა პრობლემებმა განაპირობა.

მარნეუილში კომპიუტერების გადაცემა თავდაპირველად 25 ოქტომბრამდე იგეგმებოდა. მაშინ რესურსცენტრში განმარტავდნენ, რომ პირველკლასელებთან ერთად, ტექნიკას მათი დამრიგებლებიც მიიღებდნენ.

„სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა „ბუკების“ დარიგება ტენდერში შეფერხებებია. პირველი პარტია შემოვიდა და დაურიგდა შედარებით მცირეკონტიგენტიან რესურსცენტრებს. ჩვენთან მაქსიმუმ 25 ოქტომბრამდე მოხდება მათი დარიგება და მათი დამრიგებლებიც მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. აი, მაგალითად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დაურიგდა, ვინაიდან მხოლოდ 270 პირველკლასელი იყო მათთან“

რამდენიმე წელია, რაც პირველკლასელებს, სახელმწიფო კომპიუტერებს ჩუქნის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები