მარნეულის სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე განაცხადი ჯერ არავის გაუკეთებია
17 იანვარს სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. მარნეულის 74 საჯარო და ორ კერძო სკოლაში სწავლა სრული დასწრებით დაიწყო. მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ რადიო ,,მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი ჯერ არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს გამოუთქვამს.

" ამ ეტაპზე, ონლაინ არცერთი მოსწავლე არ სწავლობს. კორინა ვირუსი მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, თუმცა მას სკოლაში შეხება არავისთან არ ჰქონია"-თქვა დავაძემ

ძალაში რჩება თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა და კლასების დასუფთავება. ასევე, აუცილებელია სკოლის პერსონალთა ტესტირება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია