მარნეულის კოლეჯ მოდუსის ტურისტული მეგზურის პროგრამის მსმენელებს სერთიფიკატები გადასცეს
დღეს, 13 მაისს, მარნეულის კოლეჯ მოდუსის, ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის მომზადების პროგრამის მსმენელების სერთიპიკატებით დაჯილდოება გაიმართა . როგორც რადიო ,,მარნეულს" კოლეჯის დირექტორმა, ნინო ქავთარაძემ უთხრა, პროგრამა მარნეულის კოლეჯ მოდუსში, წელს პირველად განხორცილდა, რომელიც სამი თვე გრძელდებოდა.

,,ქვემო ქართლში ტურიზმის მიმართულება არის ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს პროგრამა განხორციელდა USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით. შეგვიძინეს აღჭურვილობა, დაგვეხმარნენ პროგრამის შექმნის დროსაც. ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე გამოცდილი კვალიფიციური ტურისტული მეგზურები იქნებიან, რომლებსაც მარნეულში თამამად შეუძლიათ ტურისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. იყო შერეული ჯგუფი სწავლობდნენ როგორც ქართველები ასევე აზერბაიჯანელები". - თქვა ნინო ქავთარაძემ

ღონისძიებას ესწრებოდა პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ქიტიაშვილის თქმით, მარნეულის კოლეჯი მოდუსი მოსახლეობას მომავალში, კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

,,მოდუსი მარნეული ვითარდება, უკვე შეიქმნა პროგრამების მრავალფეროვნება, დღეს დავესწარით სერთიფიკატების გადაცემას. ეს პროგრამა განსაკუთრებულად მნიშველოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. პროფესიული უნარების სააგენტო მხარს დაუჭერს თავისი მრავალფეროვნების გაზრდაში, ასევე ისეთი სერვისების გაზრდაში, რაც მხარს დაუჭერს სხვა ასაკის ადამიანების მოზიდვაში. ვმუშაობთ ქართული ენის პროგრამის ახალ მოდელზე,რომლის ერთ-ერთი პირველი მიმწოდებელი გახდება მარნეულის კოლეჯი". - თქვა ქიტიაშვილმა

სამ თვიანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა, ღონისძიებაზე, მათ მიერ მომზადებული ქალაქ მარნეულის ტურის პრეზენტაცია წარადგინეს.

2022 წელს, პროფესიული კოლეჯი მოდუსი მარნეულში მიღებას ექვს პროფესიულ პროგრამაზე აცხადებს:

-ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
-ელექტროობა
-მებოსტნეობა
-მეხილეობა(ინტეგრირებული)
-ბუღალტრული აღრიცხვა
-აღმზრდელი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები