მარნეულის მასშტაბით სკოლა 1 265-მა მოსწავლემ დაამთავრა
20 მაისს, საქრთველოს მასტაბით სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. მარნეულის მუნიციპალიტეტს 2022 წელს 1 265 კურსდამთავრებული ჰყავს. ღონისძიებები იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ერთ-ერთი ასეთი ქალაქ მარნეულის N5 სკოლაა. ბოლო ზარის ღონისძიება ეზოში მოეწყო, მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერები შეასრულეს და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. მეხუთე სკოლას წელს 76 კურსდამთავრებული ჰყავს. 



სკოლის დამთავერება მიულოცა მოსწავლეებს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა.

„ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ყველა მეთორმეტე კლასელს ულოცავს სკოლის დამთავრებას. ვუსურვებთ წარმატებებს, წინსვლას და დასახული მიზნების დასრულებას. ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლები არიან, გვეიმედებიან და გვჯერა, რომ მათი სწავლითა და შრომით, უკეთესკობისკენ შეცვლიან სამყაროს“ - ამბობს რესურსცენტრის წარმომადგენელი, ირმა დავაძე

2021 წელს სკოლა მარნეულში 989 მოსწავლემ დაამთავრა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის მიწურულს ექსქურსიებზე დადიან. კორონავირუსის გამო, დაახლოებით ორი წელი, მსგავსი გასვლითი საგანმანათლებლო ტურები აკრძალული იყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლება აქვთ. მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება. ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.
გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები