გიორგი ჭაუჭიძის წიგნის გმირები საბირქენდის სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს
დღეს, 27 მაისს, ალგეთის სათემო ცენტრში, საბირქენდით N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი გამართეს. ღონისძიება ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების ქართული ენის პედაგოგის, სალომე ქირიას ორგანიზებით ჩატარდა. მასწავლებელი გვიყვება, რომ მოსწავლეებმა ჩრდილების თატრი გიორგი ჭაუჭიძის წიგნის „დიდი ნუნუ-ს“ მიხედვით წარადგინეს. სალომე ქირიას თქმით, მისი მთავარი მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.



„ჩვენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფარგლებში გავიარეთ ტრენიგები წიგნიერებასა და არაფორმალურ განათლებაზე. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი დავიწყეთ პროექტის განხორციელება. მოვიფიქრე გიორგი ჭაუჭიძის წიგნის მიხედვით „დიდი ნუნუ“, რათა ბავშვებისთვის გამეჩინა ინტერესი წიგნის წაკითხვის. დაიწყონ კითხვა ქართულად, მათ ასაკზეა მორგებული ეს წიგნი. არ მინდოდა პირდაპირ მეთქვა მოსწავლეებისთვის, რომ მოდით, დაიწყეთ წიგნების წაკითხა-თქო . მოვიფიქრე, რომ პერსონაჟების გაცნობა გამეკეთებინა ჩრდილების თეატრით, რათა ინტერესი გამეჩინა მოსწავლეებში“


ქართული ენის მასწავლებლის თქმით, ღონისძიება პერმანენტულ სახეს მიიღებს და მოსწავლეები ამავე წიგნის სხვა თავების პერსონაჟებს სხვადასხვა აქტივობით გააცოცხლებენ. პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი პედაგოგები და მშობლები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები