ძირითადად აზერბაიჯანულენოვან წიგნებზე იყო მოთხოვნა - ელნურ ალისოი მოძრავი ბიბლიოთეკის ხელახლა ამოქმედებაზე

ქვემო ქართლის რეგიონში 2 წლიანი პაუზის შემდე „ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკა“ მკითხველებს კვლავ მოემსახურება.

მოსიარულე ბიბლიოთეკის შესახებ რადიო „მარნეუთან“ „სოლიდარობის მუზეუის“ ხელმძღვანელმა ელნურ ალისოიმ ისაუბრა.

ალისოის თქმით, „სოლიდარობის მუზეუმი“ 2017 წლიდან „კავკასიის მემკვიდრეობის კვლევითი ინსტიტუტის“ სახელით დაარეგისტრირეს, რის შემდგაც სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება დაიწყეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტი „ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაა“ რომლის ფარგლებშიც წიგნები სხვადასხვა სოფლებში დააქვთ, მსურველებს კი მათთვის სასურველი წიგნების კითხვის შესაძლებლობა აქვთ.

„წიგნები მკითხველებს დროის ლიმიტით არ ეძლევა, სანამ სხვა პირი არ მისცემს შეკვეთას მანამდე შეუძლიათ წიგნი დაიტოვონ. ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი ძალიან მცირე იყო. ყოველი თვის ბოლოს ორგანიზაციის წევრები ფულს ვაგროვებდით და სხვადასხვა წიგნებს ვყიდულობდით, ხანდახან საზღვარგარეთიდანაც ჩამოგვქონდა ხოლმე. ძირითადი მოთხოვნა აზერბაიჯანულენოვან წიგნებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე, იურიდიულ და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ წიგნებზე იყო. მასწავლებლები და მოსწავლეები კი ყველაზე ხშირად ლექსიკონს უკვეთავდნენ“.

ალისოი აცხადებს, რომ პანდემიის გამო, ორი წელი ბიბლიოთეკის მუშაობა შეჩერებული იყო. პანდემიის დასრულების შემდგომ ბიბლიოთეკის აღსადგენად კი სხვადასხვა უწყებებს მიმართა. ამბობს, რომ მიმართვის შემდგომ ყველაზე ადრე აზერბაიჯანის საელჩოდან მიიღო რეაგირება.

„საქართველოში მოქმეიდ საელჩოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე რიგით სახელმწიფო უწყებების ბიბლიოთეკის ფონდებს დასახმარებლად ოფოციალირად მივმართეთ. ყველაზე პირველი რეაქცია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან მოვიდა. საელჩომ საერთო ჯამში სათემო ორგანიზაციებს 3 000 წიგნი აჩუქა. მათი უმეტესობა ჩვენს ბიბლიოთეკაში მოხვდა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, იმიტომ, რომ საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი წიგნები არ მოიძებნება და საყიდლად მაღაზიაც არაა. მკითხველები კი ძირითადად აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან წიგნებს ითხოვენ“.

ალისოის განცხადებით, მოსიარულე ბიბლიოთეკის გახსნა მარტივი არ იყო. ბიბლიოთეკისათვის ისინი შვედეთის, დანიის, ფინეისა და ნორვეგიის ბიბლიოთეკების პრაქტიკას გაეცნენ, ამავდროულად საქართველოში აშშ-ს საელჩოში მოქმედ მოსიარულე ბიბლიოთეკაში სტაჟირება გაიარეს, რათა მუშაობის მეთოდოლოგია კარგად გაეგოთ.

ამჟამად ბიბლიოთეკის აღსადგენად საინიციატივო ჯგუფის მიერ წიგნები გროვდება. ელნური აცხადებს, რომ ორგანიზაციების უმეტესობამ მათ წერილებს უპასუხეს და წიგნები გამოყვეს.

„ამჟამად შეგროვებული წიგნების კლასიფიკაციის და სისტემატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. გუნდთან ერთად, ვფიქრობთ ამ ზაფხულს ბიბლიოთეკა უკვე სრულიად დაიწყებს მუშაობას, ქვემო ქართლელი მკითხველების მომსახურეობას გააგრძელებს“.

ელნურ ალისოის განმარტებით, ბიბლიოთეკის შექმნის იდეა რეგიონში ბიბლიოთეკების არარსებობის გამო გაუჩნდათ. აცხადებს, რომ ბიბლიოთეკები ძირითადად მხოლოდ სათემო ცენტრებშია, რაც არასაკმარისია.

„რეგიონში წიგნები არაა ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები კი უბრალოდ სახელმძღვანელოების შეგროვებულ სარდაფის როლს ასრულებენ. ჩვენი კვლევის შედეგად რეგიონში დიდი მოთხოვნა იყო ბიბლიოთეკაზე. 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები დღევანდელი შედეგებისაგან დიდად არ განსხვავდება. სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ისევ არ აქვთ წიგნებზე ხელმისაწვდომობა, არც სხვა ალტერნატიული და არაფორმალური განათლების სერვისებით სარგებლობის საშვალება არ აქვთ“.

ბიბლიოთეკისათვის წიგნების ჩუქების მსურველებს ელნურ ალისოისთან დაკავშირება შემდეგი მობილური ნომრით შეეძლებათ - 551 11 66 33. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები