მარნეულის 74 სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება
დღეს, 20 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. სამეურვეო საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. რადიო „მარნეულს“ რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი გახრამანოვმა უთხრა, რომ სამაურვეო საბჭოს არჩვენები მარნეულის 74-ივე საჯარო სკოლაში 10:00 საათიდან დაიწყო და პროცეს მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.


„საარჩევნო უბნები ყველა სკოლაში გახსნილია და არჩევნები ოთხ საათამდე გაგრძელდება. შემდეგ აიტვირთება შემაჯამებელი ოქმები ესქულის ბაზაზე. სიმშვიდეა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაქში. პრობლემები არსად შეგვქმნია. 23 ივნისამდე გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები“ - თქვა ალი გახრამანოვმა.

არჩევნები სკოლაბში 16:00 საათზე დასრულდება. სკოლებში სამეურვეო საბჭოების ძირითად ფუნქციებში შედის დირექტორის არჩევა, ბიუჯეტის განკარგვა და შინაგანაწესის განსაზღვრა.

ფოტოები: ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლა



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები