მარნეულის საბავშვო ბაღებში 872 აღსაზრდელი დარეგისტრირდა - რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც რადიო ,,მარნეულთან" ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რეგისტრაცია სასკოლო მზაობის ჯგუფებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 30 ივნისს დასრულდა. მეორე ეტაპი კი 22 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.

,,პირველ ეტაპზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სულ 872, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში, 192 ბავშვია დარეგისტრირებული. ყოველ წელს საბავშვო ბაღებში, სულ 1 000-მდე ბავშვს ვიღებთ და სასკოლო მზაობის ჯგუფებში დაახლოებით 500 ბავშვს".-თქვეს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია, 2022 წელს სააღმზდელო პროცესი 11 საბავშვო ბაღმა განაახლა, რადგან ორში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობდა, ერთი კი ავარიულ მდგომარეობაშია.როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა რადიო ,,მარნეულისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა 2022-2023 წელს, სწავლა სავარაუდოდ მარნეულის N 1 და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებშიც განახლდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები