მარნეულელი პირველკლასელებისათვის 1 853 ბუკი სკოლებში გადანაწილდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული პირველკლასელებისათვის ბუკები სკოლებში უკვე გადანაწილდა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა ირმა დავაძემ განუცხადა, რომ ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მიიღეს პირველ, მეორე და მესამე ეტაპზე რეგისტრირებული პირველკლასელების ბუკები, ხოლო მეოთხე ეტაპზე რეგისტრირებული პირველკალსელების ბუკებს კვლავ ელოდებინა.

„გარდა რეგისტრაციის ოთხი ეტაპისა, მოსწავლეებს კიდევ აძლევენ რეგისტრაციის შესაძლებლობას. მინისტრის სახელზე იწერება წერილი და ეტაპების დამთავრების შემდეგაც, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, აძლევენ შესაძლებლობას რეგისრაციის და მაინც ხდება ჩარიცხვა, მაგრამ უნდა იყოს სერიოზული მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხდა პირველ ოთხ ეტაპზე ჩარიცხვა“.

ირმა დავაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის სკოლებზე უკვე გადანაწილდა პირველ სამ ეტაპზე დარეგისტრირებული 1 853 პირველკლასელის ბუკები, მეოთხე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვებისათვის კი ბუკებს ახლო პერიოდში მიიღებენ.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე, ეტაპი 04 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხა, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურდათ რეგისტრაციის შეცვლა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლას 2022-2023 სასწავლო წლისათვის სულ 2 849 პირველკლასელის მიღება შეუძლია. ეს არის ლიმიტირებული რაოდენობა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინდივიდუალურად გამოაცხადეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები