მარნეულის წარჩინებულ მეცხრეკლასელებს კომპიუტერებს გადასცემენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლიდან მეცხრე კლასი წარჩინებით 34-მა მოსწავლემ დაასრულა. საუბარია იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დახურეს. რადიო "მარნეულს" ადგილობრივ რესურსცენტრში განუცხადეს, რომ კომპუტრები ათი საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცემათ.

"ეს არის ბაიდარის, ქალაქ მარნეულის N5, წერეთლის, ქუთლიარის, დიდი მუღანლოს, ქვემო სარალის, ქალაქ მარნეულის N6, შაუმიანის N2, ალგეთის N1, და სადახლოს N1 საჯრო სკოლები" - თქვეს რესურსცენტრში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური VII, VIII, IX კლასები დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები