მარნეულის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება.

ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი რადიო ,,მარნეულთან" ამბობს, რომ 2022-2023 წელს სააღმზრდელო პროცესს, მარნეულის 11 საბავშვო ბაღი განაახლებს.

 


,, განახლდება 11 ბაღში სწავლა, თუმცა  დაახლოებით 15-20 დღეში გავხსნით N1 საბავშვო ბაღსაც.  იქ სარემონტო სამუშაოები, უკვე დასრულდა და ინვენტარის შეძენას ველოდებით. გამოცხადებულია ტენდერიც. ცოტა მოგვიანებით ახალაშენებულ ბაღშიც დაიწყება სწავლა, რომელიც ელევატორის დასახლებაში აშენდა,  თუმცა ზუსტი დრო  უცნობია.  აღნიშნულ ბაღშიც არის სარემონტო სამუშაოების ბოლო ეტაპი. ეს ბაღი არის სამჯგუფიანი".- თქვა ქარამოვმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღიდან,  სწავლის განახლებას ორი სააღმზრდელო დაწესებულება ვერ შეძლებს. სოფელ ყიზილაჯლოს ბაღი, სადაც ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სოფელ შაუმიანის ბაღი, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები