ფეხსაცმელი, პერანგი, ჩანთა - რა უჯდებათ მშობლებს ბავშვების სასკოლოდ მომზადება
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღე რჩება. ხალხმრავლობაა მარნეულის ბაზარში, სადაც მშობლები შვილებთან ერთად სასკოლოდ ტანსაცმელებს და საკანცელარიო ნივთებს ყიდულობენ. არიფა აივაზოვა ბაზარში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფება. ამბობს,რომ  ჯერ ყველაფერი არ უყიდიათ და 1000 ლარი უკვე დახარჯეს. გასულ წელთან შედარებით ფასები დაახლოებით 10 ლარითაა გაზრდილი. 

"აი, თქვენც ხედავთ, სამი ბავშვთან ერთად ვართ და დაახლოებით 1000 ლარი უკვე დავხარჯეთ. ვიყიდეთ შარვლები, ზედები, სასკოლო ნივთები სამივესთვის. საკანცელარიო ნივთებს  ბევრი თანხა სჭირდება. ერთი რვეული 5 ლარი ღირს. ძალიან გაძვირებულა ესენი. ჩანთებიც გაძვირდა. 35 ლარი გადავიხადეთ."


მომატებულ ფასებზე საუბრობენ სხვა მშობლებიც და ამბობენ, რომ შვილების სასკოლოდ მომზადებას, ცხადია, მათი ბიუჯეტი განაპირობებს, თუმცა საშუალოდ ყევლაზე დაბალი ფასების გათვალისწინებით 1 ბავშვის მომზადება 300 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. 

"ზოგი ძვირიანს ყიდულობს, ზოგი იაფიანს - არ ვიცი. საშუალო ფასებით რომ გავთვალოთ, ბავშვისთვის შარვალი, ზედა, ფეხსაცმელი, მაისური, წინდა და ჩანთა რომ იყიდო, 300 ლარი გეხარჯება. შარშან 20 ლარად რასაც ვყიდულობდით, ახლა 28-30 ლარი ღირს. ძალიან გაძვირდა. თუნდაც რვეულები ავიღოთ, ისიც გაძვირებულა" - ამბობს სვეტა ჯარჩიევა 

"ახლა, მაგალითად, ერთი ბავშვის მომზადება 500 ლარი გვიჯდება. ამ ყველაფერში რვეულები არ ითვლება. ჩანთაში 80 ლარი მივეცით, არის 20 ლარიანიც, მაგრამ ვიცი რომ 1 კვირაში დაეხევა. ამიტომ ცოტა ნორმალური ხარისხის, 80 ლარის ღირს" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი. 



"მე 500 ლარზე მეტი მიჯდება ჩემი შვილის სასკოლოდ მომზადება ესეც ბაზარში, მაღაზიებში უფრო ძვირი ღირს კიდევ"

"ახლა ფასები გაორმაგებულია 300-400 ლარი მაინც მინდა, რომ ჩავაცვა. ამ ყველაფერში რვეულები და საკანცელარიო ნივთები არ შედის, რომ შედიოდეს დიდი ფუფუნება იქნებოდა ყველასთვის. ჩვენს სკოლაში ფორმებია, შავი შარვალი და თეთრი პერანგი უნდა ეცვათ და კი იცით რა ფასებიც ღირს. ერთ ხელ ტანსაცმელს ვერ ვუყიდით. აქედან გამომდინარე, ძალიან ძვირი გვიჯდება" - ამბობს მშობელი ელენე ჯაფარიძე.


მარნეულის ბაზარში ჩანთებს ფასი 30 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს. პიჯაკები, შარვლები, ფეხსაცმელები და ქვედაბოლოები,  35 ლარიდან იწყება. 

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები