მარნეულში 1905 პირველკლასელს კომპიუტერები დაურიგდება
მარნეულის მუნიციპალიტეტი ახლ 2022-2023 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში 1905 პირველკლასელს მიიღებს.

ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლის, ირმა დავაძის თქმით, სკოლებს უკვე მიღებული აქვთ ტექნიკა, რომელიც მოსწავლეებს უნდა გადასცენ. ლეტოპები ბავშვებს პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში დაურიგდებათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს კომპიუტერებს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ 2011 წლიდან გადასცემს.
რასურსცენტრში აცხადებენ, რომ გარდა კომპიუტერებისა, მოსწავლეებს წიგნებსაც გადასცემენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. პირველკლასელი არ ყოლება წელს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას - სოფელ წერაქვისა და აღკულას საჯარო სკოლებს.

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. 

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები