შესაძლო გამოგრჩათ - დღის ამბები - მოკლედ
"RMG"-ის პროექტის განხორციელებამდე მუშევანის მოსახლეობა მთავრობის რეაგირებას ითხოვს

13 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობა „RMG GOLD“-ის წინააღმდეგ ხელმოწერების შესაგროვებლად და დაანონსებული მადნეულის მოპოვების პროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერდა „RMG GOLD“-ის დაანონსებულ პროექტს, ხოლო შეკრებილთა უმრავლესობა მათ წინააღმდეგ წავიდა. მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მათ სოფელთან ახლოს მადნეულის ღია კარიერული წესით მოპოვება მათი სოფლის ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება.
„RMG GOLD“-ის პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში, დაგეგმილი აფეთქებების რაოდენობა დაახლოებით 55 იქნება. (კვირაში ორჯერ). ხოლო საბურღი დანადგარები წლის განმავლობაში იმუშავებს 200 საათის განმავლობაში. აფეთქებით გამოწვეული ხმაურის ხანგრძლივობა, ყოველ ჯერზე. რამდენიმე წამი გაგრძელდება.
ომპანია არემჯი განცხადებას ავრცელებს სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე. მათივე განმარტებით, მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით, ამდენად სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით.


ბაითალოში სასმელი წყლის მოწყობის ჩაშლილი ტენდერი მერიამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ბაითალოს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობისათვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც მერიამ გამოაცხადა უარყოფითი შედეგით დასრულდა.
განახლებული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 8 სექტემბერს გამოაცხადა. ახალი ტენდერის ღირებულება კვლავ იგივე 397 788 ლარი დარჩა. ტენდერის მიხედვით, სოფელში იგეგმება მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები, რეზერვუარის მშენებლობა და ჭაბურღილის მშენებლობა.



თამთა ნავერიანმა და სალომე ხარშილაძემ, მშვილდოსნობაში ოქროს მედლები მოიპოვეს

მარნეულელმა მშვილდოსნებმა თამთა ნავერიანმა და სალომე ხარშილაძემ 8-11 სექტემბერს, თბილისში გამართულ საქართველოს თასის მეორე ეტაპზე, პირველი ადგილები დაიკავეს. ნავერინმა 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო ხარშილაძემ 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. როგორც სპორტსმენები გვიყვებიან, შეჯიბრისთვის ემზადებოდნენ და ელოდნენ პირველ ადგილს.




პლატფორმა "ფანჯარა" ახალი მონაწილეების მიღებას აცხადებს

ქართულ-აზერბაიჯანულ ენოვანი საინფორმაციო პლატფომრა "ფანჯარა" ახალი მონაწილეების მიღებას აცხადებს. პლატფორმის მიზანია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას, მიაწოდოს სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარების, გაძლიერებისა და ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად."ფანჯარა" ეძებს მოტივირებულ და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებს, რომლებიც პლატფორმას საკუთარ იდეებს და კრეატივს გაუზიარებენ.
დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები