მგზავრების ნაკანდზე იქნება დამოკიდებული დაინიშნება თუ არა დამატებითი ტრანსპორტი მარნეულში
15 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა იწყება. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა საჯარო ტრანსპორტის მოხმარებაზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტს სულ ორი სატრანსპორტო კომპანია ემსახურება. ერთი, რომელიც მარნეულის მერიის ბალანსზეა, ხოლო მეორე კერძო კომპანიაა. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ხელმძღვანელის, გიგა ჯალაღონიას თქმით, მათ სამარშრუტო ხაზსს მხოლოდ ერთი ტრანსპორტი დემატება, რომელიც ელევატორის მიმართულებით ივლისს. 

"დამატებითი რეისის გაკეთება იგეგმება ელევატორის მიმართულებით, დანარჩენი არაფერი, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს.  სულ 24 სატრანსპორტო საშუალება გვყავს, ოცდაოთხივე მუშაობს. მათ შორის, ორი სარეზერვოა"

ჯალაღონიას თქმით, მათი ტრანსპორტი მგზავრებს ქალაქში 20:00 საათამდე მოემსახურება, ხოლო სოფლებში ბოლო სამარშრუტო ტაქსი 18:00 საათზე გავა. 

კიდევ ერთი კომპანიის ხელმძღვანელის, იური სამხარაძის თქმით, ტრანსპორტის დამატება ხალხთა ნაკადზე იქნება დამოკიდებული. არ გამორიცხავს, რომ ორი ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება გახდეს საჭირო. 

"სიტუაცია გვიჩვენებს, გვინდა რომ 2 მანქანა დავამატოთ. პირველ დღეებში შევხედავთ. თუ იქნება გადატვირთვა, დავამატებთ. ქალაქში დავამატებთ ალბათ. სოფლები შედარებით უფრო მობილურია, საკმარისია. ქალაქში უფრო მეტი მგზავრია, ამიტომ გვინდა რომ დავამატოთ."

სამხარაძის განმარტებით, მათ ბალანსზე არსებული 20-ზე  ტრანსპორტი მგზავრებს ქალაქში 19:00 საათამდე მოემსახურება, ხოლო სოფლებში 18:00 საათამდე. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები