საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება გვაბედნიერებს - მარნეულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქვეყანაში გაუმჯოსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა და 2022-23 სასწავლო წელის დაწყება საკლასო ოთახებში გადაწყვიტა.

კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოში გაკვეთილების დისტანციურად, ხანდახან კი ჰიბრიდულ რეჟიმში, ჩატარება განაპირობა, მაგრამ წელს სკოლა საკლასო ოთახებში დაიწყო.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანული ენის და ლიტეარტურის მასწავლებელი სამირა იბრაჰიმოვა ამბობს, რომ ისინი ამ დღეს დიდი მოლოდინით ელოდნენ.

„ჩვენ უკვე რამდენი წელია რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ხან ონლაინ, ხან სკოლაში ტარდებდოდა გაკვეთილები. დღეს ყველა გახარებული ვართ, რომ ბავშვებთან არა ონლაინ არამედ პირდაპირ შევხვდით. ეს ჩვენთვის ძლიან კარგია. ბავშვებს უფრო ადვილად ვაწვდით იმას, რისი გაგებინებაც გვინდა. გაკვეთილებს ყველა ესწრება, ეს მთავარია ჩვენთვის. ყველას გვიხარია. ასე გაგრძელდეს, კორონავირუსი აღარ გვინდა. ეს ჩვენთვისაც, ბავშვებისთვისაც, კარგია“.

სკოლის პირველი დღის სიხარულზე მოსაუბრე იბრაგიმოვა ამბობს, რომ დღეს მოსწავლეების სახეზე ბედნიერების დანახვა შეიძლებოდა.

„დღეს პირველი დღე იყო. დღეს მხოლოდ საზაფხულო შთაბეჭდილებები გავაზიარეთ. მოსწავლეებს უხაროდათ, რომ ერთმანეთი დაინახეს. დღეს ბავშვებში გაცოცხლება იყო. ონლაინ რეჟიმზე, კომპიუტერთან, ისინიც იღლებოდნენ, მოსმენა არ უნდოდათ. მაგრამ დღეს ისინი ცოტა მოტივირებულნი იყვნენ“

სამირა იბრაგიმოვა ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს ყველა მასწავლებელს თავისებური მეთოდი აქვს შემუშავებული.

შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.

ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება. 2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევისშესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

 

Print