ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ყველაზე მეტად წყლის, გზების და ნაგვის პრობლემა აწუხებთ- კვლევა
რა არის კეთილმოწყობასთან/ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნისნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენ ქალაქს/სოფელს აწუხებს?- ეს კითხვა დაისვა კვლევის ჩატარების დროს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებაში.
პასუხები კი ეთნიკურ უმცირესობების დასახლებებში ასე განაწილდა



წყლის მომარაგება - 40%
გზები - 27%
ნაგვის შეგროვება -24%
საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა -17%
სკოლების კეთილმოწყობა - 12%
სუფთა ქუჩები -11%
კანალიზაცია -11%
გარემოს დაბინძურება -8%
სათამაშო მოედნები -7%
საზოგადოებრივი ტრანსპორტი -7%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 16 სექტემბერს კვლევა გამოქვეყნა.
აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით
პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო
ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები