განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს
ტერიტორიაზე რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით უწყებაში არცერთი
მოთხოვნა არ შესულა.
შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროდან „ინტერპრესნიუსმა“
გამოითხოვა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10,
28-ე, 37-ე, მე-40 მუხლების საფუძველზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 10 სექტემბრამდე პერიოდში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში
რუსული სკოლის გახსნის ან საჯარო სკოლებში რუსული სექტორის
დამატებასთან დაკავშირებით განაცხადი არ შემოსულა“, -
ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულ
ინფორმაციაში.