USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს

ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ექვსი გრანტი. თითოეულის ბიუჯეტი $10,000-დან 25,000-მდე იქნება, ხოლო ხანგრძლივობა – 12 თვემდე.




საგრანტო განაცხადები მიიღება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. განაცხადების მიღება შეიძლება როგორც წერილობით, ისე ვიდეო ფორმატში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2022 წლის 31 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში იხილეთ ამ ბმულზე თანდართულ ფაილებში (ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე).
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები