USAID - ი მარნეულში ექთნებისთვის სასწავლო ცენტრებს გახსნის
2 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით, ერინ მაქიი ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსი“-ის სამშობიარო და ამბულატორიულ კლინიკაში, სადაც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ექთნების გადამზადებასთან დაკავშირებით. USAID-ის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში, მარნეულის "ჯეო-ჰოსპიტალს"-ის ბაზაზე გაიხსნება სასწავლო ცენტრები, სადაც ექთნებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში ერინ მაქიიმ აღნიშნა, ეს იქნება შესაძლებლობა ახალი სამუშაო ადგილების და გაუმჯობესებული ჯანდაცვის.


„USAID დღეს კიდევ უფრო აფართოებს და ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას. ხელს უწყობს, რომ საქართველო გახდეს უფრო წარმატებული, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროკავშირის ინტეგრაციასთან. ეს პარტნიორობა შექმნის გადამზადების ახალ პროგრამებს, რომლებიც დააკმაყოფილებს იმ პროფესიონალურ სტანდარტებს ექთნებისთვის, რაც მოთხოვნაა საქართველოს ევროკავშირის ასოციაციის შეთანხმების მხრიდან.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და თვითონ ევროკავშირის წევრობა, არის საუკეთესო გარანტია საქართველოსთვის, რომ იყოს წარმატებული და ძლიერი ქვეყანა. ეს პარტნიორობა ჯეო ჰოსპიტალთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემებზე წვდომას. მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის მარნეულში და საქართველოს სხვა რეგიონებში."

„ჯეო-ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის, ზურაბ ქიტოშვილის თქმით, სასწავლო ცენტრები მოემსახურება როგორც მათ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ეთქნებს, ასევე სხვა კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონას. კვალიფიკაციის გაზრდასთან ერთად, პროექტი ექთების სახელფასო ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა.



„გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიხსნება სასწავლო ცენტრები და გადამზადებიან ექთნები. პროექტის ფარგლებში მოხდება საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, ხარისხის უფრო მეტად ამაღლება, რაც ასევე საშუალებას გააჩენს სექტორში ანაზღაურების ზრდას, დასაქმების ახალ შესაძლებლობებს. ვთვლით, რომ USAID-თან პარტნიორობს ნაწილში ეს ახალი გამოწვევაა და ახალი შესაძლებლობაა“

„ჯეო-ჰოსპიტალი“-ის ექთნების თქმით, აღნიშნული პროგრამა მათი მუშაობის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.



„დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განვითარებას, რადგანაც რეგიონში დიდი როლი უჭირავს მედპერსონალის მუშაობას, კვალიფიკაციას. მითუმეტეს კოვიდსიტუაციის ფონზე, ძალიან დიდი როლი აქვს მედდის პროფესიას და USAID-ის კურსები ძალიან დაგვეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში“ - ამბობს საექთნო სამსახურის ხელძღვანელი ნინო დოკვაძე.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას USAID-ის წარმომადგენლობა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობა იღებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები