„ჯავახიშვილობა 2022“ მარნეულში 8 ნოემბერს გაიმართება
8 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში „ჯავახიშვილობა 2022“ გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გამოჩენილი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.

„ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი ეტიუდები მწერლის სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მუზეუმში დაცული ექსპონატები. დასწრება თავისუფალია, გეპატიჟებით ყველას“ - წერია მერისს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „„ჯავახიშვილობა 2022“ -ის გასამართად ბიუჯეტში 25 185 ლარი გაითვალისწინა და ტენდერი 13 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “GOMARTELI & Company”-იმ , რომელმაც მუნიციპალიტეტს ღონისძიების ჩატარება 22 173 ლარს შესთავაზა.

ამავე თემაზე: წერაქვში „ჯავახიშვილობა 2022“ გაიმართება

არეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები