მარნეულის სკოლების მასწავლებლებს სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN),
საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისათვის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მარნეულის, დმანისის, ახალქალაქის, ასპინძის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.

პროგრამის მიზანია მასწავლებელების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

პროგრამის ხანგრძლივობა არის 9 თვე (იანვარი-სექტემბერი, 2023) და მოიცავს შემდეგ ფაზებს:

  • საჭიროებაზე მორგებული ტრენინგ-მოდული
  • კავშირების გაძლიერება ვებინარების და სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებების საშუალებით
  • სამოქალაქო განათლების ოთხდღიანი ბანაკი
  • მენტორინგი
  • პროექტების დაფინანსება და განხორციელება
  • შემაჯამებელი კონფერენცია

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს
დაინტერესებულმა პირებმა, 2022 წლის 12 დეკემბრამდე შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები