კასუმლოს ახალაშენებულ სკოლის ტერიტორიაზე წყლის კოშკურა გადაიხარა და დემონტაჟს საჭიროებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს სკოლის ეზოში ამორტიზებულ სასმელი წყლის კოშკურას სადემონტაჟო სამუშაოები ჩაუტარდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობით „ჯიემჯი ქონსთრაქშენი 2022“ - სგან 18 585 ლარად შეიძინა. შემსრულელმა ვალდებულება აიღო, ლითონის მილი დაჭრას, დაასაწყობოს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე და ტერიტორია გაასუფთაოს ნარჩენებისაგან.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს სოფელ კასუმლოში აქვს 21 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამორტიზირებული უმოქმედო წყლის კოშკურა. აღნიშნული კოშკურა განთავსებულია სსიპ. ,,სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის“ მიმდებარედ და არის ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც უქმნის საშიშროებას სასწავლო პროცესის ნორმალურ რეჟიმში განხორციელებას. გამომდინარე აქედან, უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მიმაჩნია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს აღნიშნული წყლის კოშკურის დემონტაჟი. გთხოვთ, დაავალოთ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, სოფელ კასუმლოში მდებარე ამორტიზირებული, უმოქმედო წყლის კოშკურის დემონტაჟის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა.“ - წერია მერიის მოხსენებით ბარათში

გადაუდებელი აუცილების შესყიდვის ტენდერში აღნიშნავენ, რომ ამორტიზებული წყლის კოშკურა კიდევ უფრო დაზიანდა დეკემბერში მომხდარი მიწის ძვრის დროს, რამაც საგრძნობლად გაიზარდა კოშკურიდან მომდინარე საფრთხე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები