მარნეულის ოთხ სკოლაში მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მანდატურს ოთხი სკოლა ეძებებს. უნიციპალიტეტის მასშტაბით სულ ხუთი ადგილია.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი სადახლო - 1 ვაკანსია
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ალგეთი - 1 ვაკანსია
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თაზაკენდი - 2 ვაკანსია
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჩაგანი - 1 ვაკანსია

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონე;
  • სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  • სახელმწიფო ენის მცოდნე;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (დარიცხული).

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 10 იანვრიდან 2023 წლის 19 იანვრის ჩათვლით.

აპლიკანტი შერჩევამდე რამდენიმე ეტაპს გაივლის. დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხილეთ აქ:

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები