მარნეულში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" იწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება. პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები  1-დან 15  თებერვლის  ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური  ფორმის სახით.

სოფლის საერთო კრებებს მერიის მიერ დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფი ჩაატარებს და თითოეულ მათგანს გარკვეული ფუნქცია ექნება.

ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა. მათ შორის არიან:

როინი დეკანოიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე -ჯგუფის თავმჯდომარე  (ფუნქცია: პროცესის საერთო ხელმძღვანელობა)

თამარ კიპაროიძე -  ჯგუფის მდივანი

მამუკა შუბითიძე - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი  (ფუნქცია: ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათი ინფორმირება და საერთო კრებების/კონსულტაციების ჩატარების ორგანიზება, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით)

ირინე მაჭარაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფლების ხელმძღვანელი. (ფუნქცია: მოქალაქეთა ინფორმირება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ურთიერთკოორდინაცია და საერთო კრებების/კონსულტაციების ჩატარების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა)

ლიკა ქამუშაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი (ფუნქცია: მუნიციპალიტეტის ვებ-საიტზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალიტეტის Facebookგვერდის, ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედიის მეშვეობით, მერის წარმომადგენლების მხარდაჭერა საინფორმაციო კამპანიის და სახლებებში წარმართვისათვის)

ლევან გაბაძე, -  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების სსპეციალისტი. (ფუნქცია: პროცესის წარმართვისათვის საჭირო თანხების მობილიზების წინადადებების მომზადება, საპროექტო წინადადებების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების საკითხების განხილვა);

რიმა ოთარაშვილი - ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (ფუნქცია: საპროექტო წინადადებების წარდგენის პროცესში სამსახურის მიერ მოქალაქეთა კონსულტირება, საჭიროებისას - მერიის მიერ საპროექტო წინადადებების შემუშავება, საპროექტო წინადადებების ნუსხის ფორმირება დასახლებების მიხედვით, შერჩეული საპროექტო წინადადებების განხილვა და მერისათვის წინადადებების მომზადება, საკრებულოში წარსადგენი პროექტების საბოლოო ნუსხის პროექტის მომზადება)

დავით ჭიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი (ფუნქცია: მუნიციპალიტეტის ვებსაიტზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდის, ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედიის მეშვეობით, მერის წარმომადგენლების მხარდაჭერა საინფორმაციო კამპანიის დასახლებებში წარმართვისათვის);

როვშან ისკანდაროვი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფუნქცია-საკრებულოს წევრებთან ურთიერთობა ,მათი ინფორმირება და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართვა პროგრამის განხორციელების პროცესში)
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მარნეულში 2019 წლიდან ტარდება. გასულ წელს 17 ადმინისტრაციულ ერთეულში 78 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. მათ შორის უმრავლესობა გარე განათების მოწყობას გულისხმობდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები