როდის ჩატარდება სოფლის კრება თქვენს დასახლებაში - განრიგი
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება. პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღს და დროს სოფლების მიხედვით. 







საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნუელის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური ფორმის სახით.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მარნეულში 2019 წლიდან ტარდება. გასულ წელს 17 ადმინისტრაციულ ერთეულში 78 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. მათ შორის უმრავლესობა გარე განათების მოწყობას გულისხმობდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები