რა კატეგორიის სტუდენტებს შეუძლიათ მერიისგან ტრანპოსრტირების 50 ლარის მიღება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის მგზავრობის 50 ლარით დაფინანსებისთვის საბუთების მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება. პროგრამით სარგებლობა მხოლოდ გარკვეული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლებათ. მერიის დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელი და პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი.

მგზავრობის ხარჯებით დახმარება გაეწევა:
  • სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე);
  • სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს;
  • მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში);
  • პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A,B,C – აკადემიური ქულების მქონე):
  • დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
  • იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს;
  • მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს (არანაკლებ 3 არასრულწოვანი 18 წლამდე შვილი);
  • სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;
  • ვეტერანის შვილ სტუდენტს;
  • უდედმამო სტუდენტს.

დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. დაფინანსების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემებით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ე) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 1 წლის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
2. სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო ქულის მქონე):
ა.ა) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სარეინტიგო ქულების მითითებით.
ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა:
ბ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში):
გ.ა) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ.
დ) პედაგოგიკის სტუდენტმა:
დ.ა) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან A,B,C - აკადემიური ქულებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ.
ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა:
ე.ა) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 3 არასრუწლობანი 18 წლამდე შვილი):
ვ.ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და ბავშვების მშობელთან/მშობლებთან ერთად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ვ.ბ) მშობლის/მშობლების პირადობ(ებ)ის მოწმობის ასლ(ებ)ი;
ვ.გ) დედმამიშვილების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია:
ზ.ა) დედმაშვილების შესახებ, სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
ზ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ.გ) მშობლის/მშობლების პირადობ(ებ)ის მოწმობის ასლ(ებ)ი;
ზ.დ) დედმამიშვილების დაბადების და საქართველოს პირადობის მოწმობების ასლები;
ზ.ე) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა):
თ.ა) მშობლის საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი;
თ.ბ) მშობლის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თ.გ) დაბადების მოწმობის ასლი;
ი) უდედმამო სტუდენტმა:
ი.ა) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ი.ბ) დაბადების მოწმობის ასლი.
3. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტმა, ყოველი სემესტრის დამთავრების შემდგომ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო ქულის მქონე):
ა.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ა.ბ) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სარეინტიგო ქულების მითითებით;
ა.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა:
ბ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ბ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში):
გ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
გ.ბ) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ.
გ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
დ) პედაგოგიკის სტუდენტმა:
დ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
დ.ბ) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან A,B,C - აკადემიური ქულებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ.
დ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა:
ე.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ე.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 3 არასრუწლოვანი 18 შვილი);
ვ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ვ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;
ზ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ზ.ბ) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები (დედნები) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ზ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა):
თ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
თ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ი) უდედმამო სტუდენტმა:
ი.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
ი.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.

დაინტარესებულმა პირებმა განცხადება, დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინონ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში ან გააგზავნონ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მეილზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it -ზე მიმდინარე წლის 20 მარტამდე. 

Print