მგზავრობის 50 ლარით დაფინანსებით მარნეულში 2022 წელს 30-მა სტუდენტმა ისარგებლა
2022 წელს „სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარების“ პროგრამით მარნეულში რეგისტრირებულმა 30-მა სტუდენტმა ისარგებლა.

ინფორმაცია ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოგვაწოდა. მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა 2023 წელს  გაიზარდოს,  რადგანაც პანდემიის გამო სწავლება გასულ წლებში ონლაინ ან შერეულ ფორმატში მიმდინარეობდა.  მგზავრობის ხარჯებით სარგებლობისთვის, სასწავლო სემესტრის განახლებასთან ერთად, სტუდენტის სტატუსის მქონე პირებმა მერიაში ხელახლა უნდა წარადგინონ დოკუმენტები.

საბუთების მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება. პროგრამა გულისხმობს სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯით დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით, კალენდარული წლის განმავლობაში - 10  თვე.

დაფინანსებით სარგებლობა მხოლოდ გარკვეული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლებათ. პროგრამით ვერ ისარგებლებენ ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელი და პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი.

მგზავრობის ხარჯებით დახმარება გაეწევა:


·    სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე);
·    სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს;
·    მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში);
·    პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A,B,C – აკადემიური ქულების მქონე):
·    დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
·    იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს;
·    მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს (არანაკლებ 3 არასრულწლოვანი 18 წლამდე შვილი);
·    სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;
·    ვეტერანის შვილ სტუდენტს;
·    უდედმამო სტუდენტს.


დაინტერესებულმა პირებმა განცხადება, დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინონ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში ან გააგზავნონ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მეილზე  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  -ზე

თუ რა საბუთებია წარსადგენად საჭირო, ვრცლად იხილეთ აქ:
Print