მარნეულის შვიდი ბაღის გასათბობად 14 000 ლარის საწვავ მასალას შეიძენენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღი და ხუთი სასკოლო მზაობის ცენტრი შეშის ღუმელით თბება. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 10 ტონა ბრიკეტის შესაძენად 14 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საწვავი მასალის უმეტესობა ხიხანისა და შაუმიანის საბავშო ბაღებში გადანაწილდება. როგორც რადიო „მარნეულს“ გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა უთხრა, ბრიკეტებს მიიღებენ სოფელ დამიაში, აღმამედლოში, ქეშალოში დამია-გეურარხსა და კირაჩმუღანლოში მოქმედი სასკოლო მზაობის ცენტრები:

  • შაუმიანის საბავშვო ბაგა ბაღი - 3 ტონა
  • ხიხიანის საბავშვო ბაღი - 3 ტონა
  • დამიას სასკოლო მზაობის ცენტრი - 800 კგ
  • აღმამედლოს სასკოლო მზაობის ცენტრი - 800 კგ
  • ქეშალოს სასკოლო მზაობის ცენტრი - 800 კგ
  • კირაჩმუღანლოს სასკოლო მზაობის ცენტრი - 800 კგ
  • დამია - გიურარხის სასკოლო მზაობის ცენტრი - 800 კგ

ტენდერი მიხედვით, დაპრესილი ბიოსაწვავი, რომელიც სატყეო ან/და დახერხილი ხის ნარჩენებისგან არის დამზადდებული, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი თბოუნარიანობით, პოლიეთილების წყალგაუმტარ შეფუთვით, მოწოდებული ბრიკეტი არ უნდა იყოს სველი და ნესტიანი.
საწვავი მასალა - ბრიკეტი

10 ტონა ბრიკეტი საწვავი ხის მასალის შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 23-25 იანვრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება საბავშვო ბაღებს ბრიკეტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენარული დღის განმავლობაში ჩააბაროს.

Print