გადაბელილი შეშა ამ ეტაპზე მარნეულში 20-მდე სოციალურად დაუცვლმა ოჯახმა მიიღო
მარნეულის მერიამ 20-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაბელვის შედეგად მიღებული შეშა დაურიგა.

საწვავი მასალის მიწოდება განცხადების საფუძველზე ხდება. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სუფთა მარნეულის“ დირექტორი, ლერი მუმლაძე ამბობს, ოცზე მეტი განცხადება აქვთ მიღებული, თუმცა შეშის მიწოდება ეტაპობრივად ხდება. პროცესი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ყოველდღიურად ვმუშაობთ, ხეების გადაბელვა თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. განცხადება ბევრია შემოტანილი, მაგრამ დღეში ხანდახან ორ, ან სამ ოჯახს ვამარაგებთ ხოლმე. თითო ოჯახს ორ კუბურ მეტრ შეშას ვურიგებთ“ - ამბობს ლერი მუმლაძე

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი თუ რამდენ ოჯახს გადასცემენ გასათბობ საშუალებას. 2021 წლის მონაცემებით კი, დაახლოებით 100 ოჯახს გაუნაწილეს გადაბელვის შედეგად მიღებული შეშა.

Print