მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის სკოლებში ვაკანსიებია
მასწავლებლის ვაკანსიებია გამოცხადებული მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის და დმანისის სკოლებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლაში ერთი ვაკანტური ადგილია. შპს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომავალი საბავშვო ბაღი მომავალი ფიზიკურ აღზრდის და სპორტის მასწავლებელს ეძებს. სკოლების ვაკანსიების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო დაწესებულება საკვალიფიკაციო მოთხოვნებში წერია:
"მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი); მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა); ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა"

ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. (ერთი გაკვეთილის ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე).
საბუთების გაგზავნის ვადა 15 მაისია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაშია გამოცხადებული ვაკანსია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული. საბუთების გაგზავნის ბოლო ვადა 3 მაისია. https://teacherjobs.ge/62135

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსია გამოაცხადა. საბუთების მიღების ბოლო ვადა დღეს, 2 მაისსა. https://teacherjobs.ge/62024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაც ექიმის ვაკანსია გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 3 მაისია https://teacherjobs.ge/61820

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ვაკანსიაა გამოცხადებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ეძებს სპეციალისტს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 8 მაისია. პირობები შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://teacherjobs.ge/62052

დმანისის მუნიციპალიტეტში ორი ვაკანსია გამოცხადდა მასწავლებელთა ვაკანსიების ვებ-გვერდზე.
ქალაქ დმანისის №1 საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სპეციალისტს ეძებს ქართულენოვან სექტორისთვის. საბუთების მიღების ბოლო ვადა 8 მაისია. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://teacherjobs.ge/62222/

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაც სკოლის ექიმს ეძებს.
„სკოლის ექიმად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში“ წერია სკოლის მოთხოვნებში. საბუთების მიღებს ბოლო ვადა 15 მაისი. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://teacherjobs.ge/62207


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები