მარნეულელი მშვილდოსანი, სალომე ხარშილაძე, ახალგაზრდებში საქართველოს
თასის მეორე ეტაპის ჩემპიონია. ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა
ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 14-17 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, მშვილდოსნობის ახალ
სასროლეთზე, გაიმართა 2023 წლის საქართველოს ახალგაზრდული თასის
გათამაშების მეორე ეტაპი. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის
მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა სალომე ხარშილაძემ
(პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი) და ტურნირის ჩემპიონობა
მოიპოვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სალომეს
მიღწეულ წარმატებას! „ - წერს სპორტსკოლა
შეჯიბრება პირადია და გაიმართა მხოლოდ "კლასიკური მშვილდის" ბიჭების
და გოგონების კატეგორიაში. სასროლი დისტანცია შეადგენს 60 მეტრს 18
წლამდე სპორტსმენებისთვის და 70 მეტრს 21 წლამდე
სპორტსმენებისთვის.