38 სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ შედგა – ხულოში დიდთოვლობაა

დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობამ ხულოს მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი შეაფერხა.

როგორც „ბათუმელებს“ ხულოს რესურსცენტრში ეუბნებიან, ხულოს 38 საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ვერ შედგა.

„მაღალმთიან სოფლებში, სამწუხაროდ, ვერ შედგა სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ დირექცია გამოცხადდა სკოლებში, ბავშვებმა ვერ მოახერხეს სკოლაში მისვლა.

აქედან გამომდინარე 38 სკოლაში ვერ განახლდა სასწავლო პროცესი“
– ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე.

„ბათუმელები“ სოფელ აგარას სკოლის ერთ-ერთ პედაგოგსაც ესაუბრა, რომელიც ასევე დიდთოვლობის გამო ვერ მივიდა სკოლაში.

„ორ მეტრომდეა სადღაც თოვლი, დღეს წვიმანარევი თოვლი წამოვიდა. შუქი არ გვაქვს, ამ დილით უკვე აღარ იყო. პარალიზებულია მაგთის სისტემაც და კომუნიკაციას ვერ ვახერხებთ“ – ამბობს ხატია თეთრაძე.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1