საჯარო სკოლის მასწავლებლების საშვებულებო ხელფასი დაირიცხა
- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს სასკოლო
საზოგადოების ფეისბუქ გვერდი ავრცელებს
„განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან
დღეს, 8 ივლისს საჯარო სკოლებში გადაირიცხა ორი თვის - ივლისის და
აგვისტოს თვეების - დაფინანსება სრულად, რომელიც ასევე მოიცავს
მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურებას.
ამავდროულად, სკოლის ბუღალტრებისთვის მომზადდა და გადაიგზავნა
შესაბამისი წერილობითი და ვიდეო ინსტრუქცია, რათა ახალი სახელფასო
სისტემის შესაბამისად, დროულად და შეუფერხებლად სკოლის ბუღალტრებმა
უზრუნველყონ მასწავლებლის კუთვნილი საშვებულებო ანაზღაურების (ივლისის
და აგვისტოს თვეების) გადარიცხვა“, - ნათქვამია
გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: etaloni.ge