მარნეულელი სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტებში გრანტები მოიპოვეს
მარიამ მურადასილოვა, ანასტასია კობახიძე, ნუცა შუბითიძე, ლინდა და ლანა ცუცქირიძეები, თეკლა გელენიძე, ნიკა ჩერპანოვი, მერიკო ჯავახიძე - ეს ის მარნეულელი კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაფინანსებების მიღება შეძლეს.

100%- იანი გრანტი მოიპოვა მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ მურადასილოვამ, რომელიც სრული დაფინანსებით ისწავლის კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.



„ბავშვობიდანვე მკაფიოდ მქონდა განსაზღვრული ჩემი მიზნები, გავიზარდე იურისტების
ოჯახში, ამიტომაც პროფესიის არჩევა არ გამჭირვებია და ჩავაბარე სამართლის ფაკულტეტზე, კავკასიის უნივერსიტეტში. მთელი წლის მანძილზე თავდაუზოგავად ვშრომობდი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, ამიტომაც საბოლოო შედეგების ნახვამ ძალიან გამახარა. ამ ყველაფერმა დამარწმუნა საკუთარ ძალებში და კიდევ ერთხელ მასწავლა, რომ შრომა აუცილებლად ფასდება. ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხედავ როგორ ამაყობენ ახლობლები, განსაკუთრებით კი მშობლები შენი წარმატებით. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ხვდები, რომ რაღაც ღირებულს მიაღწიე და იმედები გაამართლე. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩემი სკოლა და არაჩვეულებრივი მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად მხარს მიჭერდნენ და სჯეროდათ ჩემი შესაძლებლობების." -
გვითხრა მარიამ მურადასილოვამ.

70%-იანი გრანტი მოიპოვა მარნეულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანასტასია კობახიძემ. ის სწავლას თბილისი თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გააგრძელებს. ანასტასია გვიყვება, რომ მისმა დაუღალავმა შერომამ შედეგი გამოიღო.



“ჩემი შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან პირველ პრიორიტეტად “თსუ”-ს საეეთაშორისო ურთიერთობები მეწერა და მეორე პრიორიტეტად არჩეულ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რაც რამდენადაც ძალიან დიდი და სასიამოვნო ამბავია, იმდენად მოულოდნელი იყო. თუმცე ნელ-ნელა ვიაზრებ თუ რამხელა საჩუქარი გამიკეთეა სამყარომ და თოთქოს თვითონ ამირჩია უნივერსიტეტი, რადგან მე დიდხანს ვორჭოფობდი “თსუ” -სა და თავისუფალს შორის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და წარმატებით დავასრულე ჩემი აბიტურიენტობა. არანაკლებ გამიხარდა ჩემი მეგორბრების და ნაცნობების შედეგები და მეამაყება ყველა აბიტურიენტი, ვინც ეს გზა გაიარა და ერთად ჩავაბარებთ წარსულს ამ რთულ, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელ და სასიამოვნო წელს” - გვითხრა ანასტასია კობახიძემ.

50% - იანი დაფინანსებით ჩაირიცხა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ GPA-ში ნუცა შუბითიძე. მარნეულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გვიყვება, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პროფესიაზე, რომლითაც დიდი ხნის წინ დაინტერესდა.



“შედეგების გაგებამ საბოლოოდ დაასრულა ის აურზაური, რომელიც თანსდევს აბიტურიენტობას და გამოცდებით გამოწვეულ სტრესს. ალბათ, ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის იმის გააზრება იყო, რომ შევძელი მცირედი სირთულეების უკან მოტოვება და საკუთარი თავისთვის იმედების გამართლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს უკეთესის მოლოდინი და სურვილი, მაგრამ დაგროვილ მოტივაციას სტუდენტობისთვის შემოვინახავ. ჯიპას ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ზოგადად, ცალკე სირთულე და სტრესია ამ ასაკში თავს გადავუწყვიტოთ თუ სად გრძელდება ჩვენი მომავალი და რომელი უნივერსიტეტი შეძლებს ჩვენი “იმედების გამართლებას”. ბევრი მოძიების და ათასგვარი აზრის მოსმენის შემდეგ, მაინც ეს უნივერსიტეტი და ეს ფაკულტეტი იყო ის, რისკენაც გული მიმიწევდა და მჯეროდა, რომ საუკეთესო იყო ჩემი განვითარებისთვის.”
- გვეუბნება ნუცა.

50%- იანი გრანტით ჩაირიცხა მარნეულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, თეკლა გელენიძე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე.



“ეს ემოცია, რომელიც მივიღე დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. სასიამოვნოა, როდესაც იწყებ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას და გადადიხარ ახალ ეტაპზე, რომელიც უამრავი გამოწვევით არის სავსე. ზოგადად, დღესდღეობით ძალიან რთულია იპოვო საკუთარი თავი, გამომდინარე იქიდან , რომ საკმაოდ დიდია არჩევანი. მიუხედავად ამისა, ამ პროფესიის არჩევა გადამაწყვეტინა იმ ფაქტმა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მათი ხელშეუხებლობა საკმაოდ პრობლემატურია. ასე, რომ მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ მნიშველოვან პროფრსიაში. აქვე მინდა ყველა აწ უკვე სტუდენტს მივულოცო ახალ ეტაპზე გადასვლა და ვუსურვო წარმატებები “


50%-იანი გრანტი მოიპოვა ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნიკა ჩერპანოვმა. დაფინანსებით ისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩაბარება ნიკამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე გადაწყვიტა.



“ჩავაბარე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე , კონკრეტულად საერთარისო ურთიერთობების მიმართულებით. საქართველოს ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტად გამიღრმავდა სურვილი იმ სფეროს გავყოლოდი, რომელიც ახლა ავირჩიე და რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში და ვიბრძოლო მისი ევროპული მომავლისთვის.”
- გვიყვება ნიკა.

50% იანი გრანტი აქვთ მოპოვებული N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, მარნეულში მცხოვრებ ტყუპ დებს, ლინდა და ლანა ცუცქირიძეებს. ისინი ერთ უნივერსიტეტში, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე ერთნაირი დაფინანსებით ჩაირიცხნენ. დები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლიან.



“ჩემი ქულების ნახვის შემდეგ მივხვდი თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა შენი შრომით რაიმეს მიაღწიო, ძალიან გამეხარდა და ველოდი ამ შედეგს, რადგან მთელი წლის განმავლობაში ვშრომობდი ამისთვის. ერთდროულად ვნახეთთ ჩარიცხვები და ძალიან ამაღელვებელი იყო. და ერთად რომ ჩავირიცხეთ ეგ უფრო გაგვეხარდა” -
გვითხრა ლანა ცუცქირიძემ.


“სასიამოვნო გრძნობა იყო, ძალიან გამიხარდა ჩემი შრომის შედეგი რომ დავინახე. ჩემ დასთან და დედასთან ერთად გავხსენი შედეგები, რა თქმ უნდა, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენთვის, დადებითი ემოციების მეტს ვერაფერს გამოვხატავდით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ილიაში მოხვედრა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩავირიცხე” - გვიყვება ლინდა ცუცქირიძე.

50%-იანი დაფინანსებით ისწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარნეულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მერიკო ჯავახიძე.



“ჩავაბარე სოციოლოგიურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - სოციოლოგიაზე. რაც შეხება ემოცოებსა და შეგრძნებებს, ნამდვილად შეუფასებელი და შეუდარებელია, როდესაც ხედავ შენი შრომის შედეგს, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ეს წელი ჩემს ცხოვრებაში, თავისი სირთულეებით, მაგრამ საბოლოოდ უდიდესი სიხარუულის შეგრძნებითა და მრავალი გამოცდილების შეძენით.”
- გვითხრა მერიკომ.

შენიშვნა: ცხადია ეს სტუდენტები არ ასახავს მარნეულში გრანტის მომპოვებელთა სრულ ოდენობას. რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123