ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2025 წლის 5 მარტს დაიწყება და
2 აპრილამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე:
online.naec.ge
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა
გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე
ეტაპიანია:
ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა
გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები,
აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები.
საგნის შეცვლა ან
დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს
10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ
საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ
აბიტურიენტები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის
18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის
პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე
დაასრულონ რეგისტრაცია.