“ქართული ოცნების” პარლამენტარებმა მარნეულში მშენებარე ბაღები დაათვალიერეს
მარნეულში მიმდინარე საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს „ქართული
ოცნების“
პარლამენტის წევრები ადგილზე გაეცნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის,
ზაურ დარგალის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა,
რომლებიც ჯამში 180 აღსაზრდელზე არის გათვლილი ქალაქ მარნეულში, სოფელ
წერეთელსა და სოფელ შულავერში მიმდინარეობს.
დარგალის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო პროცესს ადგილზე
გაეცნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ისინი ასევე ესტუმრნენ
ახლად აშენებულ შულავერის N2 საჯარო სკოლას.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, განათლების ხელშეწყობა
„ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტულია და მათი მიზანია, თითოეულმა
მოსწავლემ განათლება მიიღოს თანამედროვე სტანდარტების მქონე
გარემოში.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
ტრადიციულად არ ავრცელებს წინასწარ ინფორმაციას მმართველი პარტიის
წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ, რაც მედიისთვის შესაძლებლობას
ზღუდავს, დასვას კითხვები ან ადგილზე გააშუქოს პროცესი — მათ შორის
სხვა საკითხებზე რომელიც ადგილობრივებს აწუხებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით,
მუნიციპალიტეტში სულ 3000 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული.
მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და მასში 2749
ბავშვის სწავლებაა შესაძლებელი.
მარნეულის 14 საბავშვო ბაღი შემდეგ ლოკაციებზე მდებარეობს:
1. #1 საბავშვო ბაგა ბაღი მის: ქ. მარნეული ერეკლე მეორის ქ. #21;
2. #3 საბავშვო ბაგა ბაღი მის: ქ. მარნეული მაისის ქ. #26;
3. #4 საბავშვო ბაგა ბაღი მის: ქ. მარნეული რუსთაველის ქ. #77;
4. სოფ. წერეთლის საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ.
წერეთელი
5. სოფ. საიმერლოს საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეულის, სოფ.
საიმერლო;
6. სოფ. ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ. ყიზილაჯლო
;
7. სოფ. თამარისის საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ.
თამარისი;
8. შაუმიანის სომხური საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ.
შაუმიანი;
9. შაუმიანის ახალი საბავშვო ბაგა ბაღი მის: მარნეული, სოფ.
შაუმიანი;
10. შულავრის ბაგა-ბაღი მის: მარნეული, სოფ. შულავერი
11. ხიხანის საბავშვო ბაღი მარნეული, სოფ. ხიხანი.
12. სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღი. მარნეული, სოფ. კაპანახჩი
13. სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღი, მარნეული, სოფ. ალგეთი
14. სოფელ სადახლოს საბავშვო ბაღი, მარნეული, სოფ. სადახლო,
რადიო „მარნეულს“ 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს მარნეულის
მერიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში დამატებით 3 ახალი
საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო მომავალი წლების
განმავლობაში სულ 10 ახალი ბაღის აშენებაა დაგეგმილი.
რადიო „მარნეული“