ტრენინგი სკოლის მასწავლებელებისთვის ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე
ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ტრენინგს სკოლის მასწავლებელებისთვის ქალთა უფლებებზე და თანასწორობაზე.


ღონისძიება ტარდება პროექტის: "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის" ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ. სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილია ბაღის, სკოლის მასწავლებელთა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ თემატიკასთან დაკავშირებით.

მიზნობრივი ჯგუფი: კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმებული საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების, ისტორიის, ქართული და სხვა უცხო ენის მასწავლებლები. ტრენინგი ჩატარდება 2 ჯგუფად (თითოეული ჯგუფი - 15 ადამიანი)

ტრენინგის განრიგი:

  • კახეთის ჯგუფი - 7-8 აგვისტო (2 დღე/1 ღამე)
  • ქვ. ქართლის ჯგუფი - 8-9 აგვისტო (2 დღე/1 ღამე)

ტრენინგის ლოკაცია: კახეთი, თელავი, სასტუმრო "ზუზუმბო", ქართული უნივერსიტეტის ქუჩა.

ტრენინგის თემატიკა:

** ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები;
** თანასწორობა, ნორმები და სტერეოტიპები;
** ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა;
** შრომის გადანაწილება, კაცების როლი თანასწორობის მიღწევაში.

კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ინტერაქციული სავარჯიშოები, სიმულაციური თამაშები და რეალური შემთხვევების განხილვა.

ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმები:

აუცილებელია ტრენინგის მონაწილე დასაქმებული იყოს კახეთის ან ქვემო ქართლის რეგიონის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო სკოლაში სამოქალაქო განათლების, ისტორიის, ქართული და სხვა უცხო ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ღირებულება: ტრენინგზე დასწრება, განთავსება ერთი ღამით და კვება უფასოა. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე და უკან.

რეგისტრაციის პირობები: დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ

მიზნობრივი ჯგუფის კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, ბმულზე:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2025.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვ მიმართოთ თამარ ქასრაშვილს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები