"ქეა კავკასია" გთავაზობთ ორ-დღიან გასვლით ტრენინგ-სემინარს ადრეული
და სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელთათვის ქალთა უფლებებისა და
თანასწორობის თემატიკაზე.
ღონისძიება ტარდება პროექტის: "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი
საზოგადოებისთვის" ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
სასწავლო კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის
ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ან/და
ოჯახში ძალადობის შესახებ. სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილია
ბაღის, სკოლის მასწავლებელთა და პროფესიული სასწავლებლების
სტუდენტებისთვის ინფორმაციის
მიწოდება წინასწარ განსაზღვრულ
თემატიკასთან დაკავშირებით.
მიზნობრივი ჯგუფი: კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმებული
ადრეული და სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლები. ტრენინგი ჩატარდება 2
ჯგუფად (თითოეული ჯგუფი - 15 ადამიანი)
ტრენინგის განრიგი:
- კახეთის ჯგუფი - 5-6 აგვისტო (2 დღე/1
ღამე)
- ქვ. ქართლის ჯგუფი - 6-7 აგვისტო (2 დღე/1
ღამე)
ტრენინგის ლოკაცია: კახეთი, თელავი, სასტუმრო "ზუზუმბო", ქართული
უნივერსიტეტის ქუჩა.
ტრენინგის თემატიკა:
** ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები;
** თანასწორობა, ნორმები და სტერეოტიპები;
** ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა;
** შრომის გადანაწილება, კაცების როლი თანასწორობის მიღწევაში.
კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ინტერაქციული სავარჯიშოები,
სიმულაციური თამაშები და რეალური შემთხვევების განხილვა.
ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმები:
აუცილებელია ტრენინგის მონაწილე დასაქმებული იყოს კახეთისა ან ქვემო
ქართლის რეგიონის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არსებულ ადრეული და
სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი).
ღირებულება: ტრენინგზე დასწრება, განთავსება ერთი ღამით და კვება
უფასოა. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტირება
დანიშნულების ადგილამდე და უკან.
რეგისტრაციის პირობები: დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც
აკმაყოფილებენ მიზნობრივი ჯგუფის კრიტერიუმებს, უნდა შეავსონ
სარეგისტრაციო ფორმა,
ბმულზე:
კითხვების შემთხვევაში, გთხოვ მიმართოთ თამარ ქასრაშვილს შემდეგ
ელექტრონულ ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 2025წ