სასკოლო სეზონის მოახლოებასთან ერთად, მარნეულის ბაზარი კვლავრჩება
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ხელმისაწვდომ სავაჭრო სივრცედ.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ფართო არჩევანი ყოველდღიური და სასკოლო
სამოსის, რომელიც შედარებით დაბალ ფასებში იყიდება. ასე აფასებენ
მყიდველები და ამბობენ, რომ თბილისთან შედარებით, მარნეულის ბაზარში
უფრო ბიუჯეტურად ვაჭრობენ.
“თბილისში გავიარე გუშინ დამაინტერესა ფასებმა, 3 შვილი
მყავს და რომ დავითვალე თითოს მხოლოდ ტანსაცმელზე 400 ლარი არ
ჰყოფნის. წარმოიდგინეთ საუბარი მაქვს ერთხელ ტანსაცმელზე, რომლითაც
პირველ დღეს უნდა გავუშვა სკოლაში. მარნეულის ბაზარში შედარებით
იაფადაა 5 ლარადე მაინცაა განსხვავება და ეგეც საქმეა ჩეთვის. ვფიქრობ
რომ სამი ბავშვის სრულფასოვნად მომზადება 1500 ლარზე მეტი
დამიჯდება” - გვეუბნება მშობელი.

რადიო “მარნეულმა” ბაზარში ტანსაცმილს და ჩანთის ფასი ვიკითხეთ.
ნივთების ღირებულება დამოკიდებულია ხარისხზე, თუმცა მარნეულის ბააზრის
ფასებით 1 ბავშვის ჩაცმა საშუალოდ 300 ლარით გამოვთავალეთ.
- • ზედები, პერანგი – 30 ლარიდან 50
ლარამდე;
- • კაბები – 20 ლარიდან 70 ლარამდე;
- • შარვლები – 30 ლარიდან 50 ლარამდე;
- • ფეხსაცმელები – 40 ლარიდან 80 ლარამდე;
- • ჩანთები – 30 ლარიდან 70 ლარამდე.
- • პიჯაკები 40 – 60 ლარამდე

ეს თანხა მხოლოდ ტანისამოსს მოიცავს. სასკოლო ნივთების
სრულ ჩამონათვალში არ შედის წვრილმანები და საკანცელარიო ნივთები და
თუ ამასაც გავითვალისწინებთ, ერთი ბავშვის მომზადება საშუალოდ კიდევ
დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. გამოდის, რომ სასკოლოდ ერთი ბავშვის
მომზადება მშობელს 700 ლარამდე ან მეტი უჯდება, თუმცა ეს დამოკიდებულა
შესაძლებლობასა და შეძინის საჭიროებაზე.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15
სექტემბერს დაიწყება.