ქვემო სარალის სკოლაში ელექტრო და გათბობის სისტემის პროექტის შესყიდვას მერია 16 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში გათბობისა და ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი გამოაცხადა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ქვემო სარალის სკოლაში გათბობის სისტემის და ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწყობის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

მარნეულის მერიამ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 16 000 ლარის

ღირებულების ტენდერი 12 სექტემბერს გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 20-დან 22 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები