„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 2024 წლის ივლისში „ზოგადი
განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით,
სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გაიზარდა და 9 კლასის ნაცვლად 10
კლასით განისაზღვრა.
2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისიდან საქართველოში მდებარე საბაზო
სკოლებში მოსწავლეები 10 წლის განმავლობაში ისწავლიან. კანონში შესული
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს განათლებას აქვს სამი საფეხურ -
დაწყებითი პირველიდან 6 კლასამდე, საბაზეო მეშვიდედან
მეათე კლასამდე
და საშუალო მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში
განუცხადეს, რომ მარნეულის მასშტაბით სულ 17 სკოლა ფუნქციონირებს,
სადაც მოსწავლეებს მხოლოდ საბაზო განათლების მიღება შეუძლიათ.
შესაბამისად, მარნეულის 17 სკოლაში მოსწავლეები 9 კალსის ნაცვლად
ამიერიდან 10 კლასში ისწავლიან.
გთავაზობთ მარნეულში მდებარე საბაზო სკოლების ჩამონათვალს:
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო
სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის №2 საჯარო
სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს №2 საჯარო
სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლა
სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლა
სსიპ - ქალაქ მარნეულის №7 საჯარო სკოლა
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა
ფუნქციონირებს.
რადიო „მარნეული“